1. ზონალური პროგნოზების GAMET-ის მომზადებისას ისინი შეიცავს ორ ნაწილს: 1 ნაწილი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მარშრუტზე იმ ამინდის მოვლენების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას, რომელიც გამოიყენება ინფორმაცია AIRMET-ის გამოსაცემად, და მე-2 ნაწილი, რომელიც შეიცავს დამატებით აუცილებელ ინფორმაციას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას. ზონალური პროგნოზების, ფორმატში GAMET-ი შინაარსი, ელემენტების თანმიმდევრობა შეესაბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-3 ცხრილის მიხედვით. მეორე ნაწილში დამატებითი ელემენტები უნდა ჩაერთოს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე. ელემენტები, რომლებიც უკვე ჩართულია შეტყობინება SIGMET-ში, აღარ ჩაერთვება ზონალურ პროგნოზ GAMET-ში.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ზონლურ პროგნოზ GAMET-ში ჩართული ამინდის მოვლენა, რომელიც წარმოადგენდა საშიშროებას დაბალ სიმაღლეზე ფრენებისას და პროგნოზირებული მოვლენა არ წარმოიშვა ან აღარ პროგნოზირდება, გამოიცემა GAMET-ის AMD ცვლილება, რომელშიც იცვლება, მხოლოდ შესაბამისი მეტეოროლოგიური ელემენტი.
შენიშვნა: ინფორმაცია AIRMET-ის გამოცემის მოთხოვნები მოცემულია ამ წესის XVI თავში.
3. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის რუკების სახით ქარის და ტემპერატურის პროგნოზის გამოიცემა პუნქტებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული არიან არა უმეტეს 500 კმ-ის (300 მილი), და შემდეგი აბსოლუტური სიმაღლეებისათვის: 600, 1500 და 3000 მეტრი (2000, 5000, და 10000 ფუტი) და 4500 მეტრი (15000 ფუტი) მთიანი რაიონებისათვის.
4. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის რუკების სახით მოვლენების SIGWX პროგნოზის შესახებ გამოიცემა SIGWX პროგნოზის სახით დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ეშელონისათვის ეშელონ 100-მდე (ან ფრენის ეშელონ 150-მდე მთიან რაიონებში ან უფრო მაღლი ეშელონებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში). SIGWX პროგნოზებში დაბალ სიმაღლეებზე ჩართულია შემდეგი პუნქტები:
ა) მოვლენა, რომელიც მოითხოვს ინფორმაცია SIGWX-ს გამოცემას XVI თავის მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ მოახდენს გავლენას დაბალ სიმაღლეზე ფრენებზე;
ბ) ზონალური პროგნოზების ელემენტები დაბალ სიმაღლეზე ფრენებისათვის, რომლებიც მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-3 ცხრილში, გარდა ამ ელემენტებისა;
ბ.ა) სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის და;
ბ.ბ) QNH-ის პროგნოზირებულ მნიშვნელობას.
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ინფორმაცია SIGMET-ს და AIRMET-ს, გაფრთხილება აეროდრომებისათვის და გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახ