1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესს და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა ერთჯერადად კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის:
ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის, ხოლო 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
სხვა პარამეტრებზეც;
ბ) უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
3. უძრავი ობიექტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება:
ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის;
ბ) გამონაკლისი წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს ტერიტორიის განვითარებაში;
გ) გამონაკლისის დაშვება არ იწვევს მიმდებარე ტერიტორიის გეგმარებითი ხასიათის საერთო ცვლილებებს (იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები);
დ) მიწათსარგებლობის საერთო წესები არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს უძრავი ქონების (ობიექტის) მესაკუთრეს და ამგვარი შეუსაბამობა არ არის გამოწვეული თავად მესაკუთრის მიერ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ნებართვის მაძიებელს სურვილი აქვს მიიღოს სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, მან შესაბამისი მოთხოვნა უნდა დააფიქსიროს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე განცხადებაში ან საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადებაში;
5. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოთხოვნას ნებართვის მაძიებელმა უნდა დაურთოს შესაბამისი სივრცით-ტერიტორიული კვლევა ამ წესების მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების ანალოგიით და შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთება, საჯარო და კერძო ინტერესების ჩვენებით.
6. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ სტადიაზე.
7. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე ადმინისტრაციულ წარმოებას ატარებს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით გამოსცემს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
8. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებამდე, თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას აგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ და უგზავნის მას თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
9. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.
10. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე მოსაკრებელი განისაზღვრება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა