1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 (შემდგომში –
კ-2) განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ზედაპირების ჯამურ ფართობს.
2. კ-2 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ზედაპირების ჯამური ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
3. კ-2 საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის (მათ შორის, ერკერის, კიბის უჯრედის და ლიფტის შახტის) იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ზედაპირის ფართობი – იანგარიშება სრულად;
ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – იანგარიშება 1/2-ით;
გ) მანსარდის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის სიმაღლეც 1,6 მეტრზე მეტია – იანგარიშება იატაკის ზედაპირის ფართობის 3/4-ით;
დ) მანსარდა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის – არ იანგარიშება;
ე) ვერანდის, ერკერის და ლოჯიის იატაკის ზედაპირის ფართობები – იანგარიშება სრულად;
ვ) ტერასის იატაკის ზედაპირის საერთო ფართობი – არ იანგარიშება;
ზ) ცალკე მდგომი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე შენობა-ნაგებობა(ები), მათ შორის სათბურები სზ-1-ში – არ იანგარიშება;
თ) მიწისზედა ავტოსადგომი, თუ მისი სართულის სიმაღლე იატაკის ზედაპირიდან მომდევნო სართულის იატაკის ზედაპირამდე აღემატება 3 მეტრს, გარდა ცალკე მდგომი ავტოსადგომისა – იანგარიშება სრულად;
ი) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონეზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე მეტია – იანგარიშება სრულად;
კ) მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – იანგარიშება სრულად;
ლ) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე მეტია – იანგარიშება სრულად;
მ) პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – იანგარიშება სრულად;
ნ) სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40 მ2-ზე მეტია – იანგარიშება სრულად;
ო) აივანის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მანძილით –
იანგარიშება სრულად.
4. კ-2 მაჩვენებელი მრგვალდება მეათედის სიზუსტი