1. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით იყალთოს ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების  შესაბამის ფუნქციურ ტერიტორიულ-სტრუქტურულ ქვეზონებად.

2. ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის უფლებრივი ზონირების ზოგად დოკუმენტში ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამის უფლებრივი ზონირების დეტალურ დოკუმენტში.

3.  ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონების  სახეობებია:

ა) ცენტრალური ზონა (ცზ) – იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში სოფლის ცენტრალური ნაწილი, ტერიტორიების ათვისების მაღალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

ბ) შუალედური ზონა (შზ) – იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში სოფლის საშუალედო ნაწილი, ტერიტორიების ათვისების საშუალო ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

გ) პერიფერიული ზონა (პზ) – იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში სოფლის პერიფერიული ნაწილი, ტერიტორიების ათვისების დაბალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

დ) გეგმარებითი კარკასი (გკ) – იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, სოფლის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტის კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურული ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების,  საზოგადოებრივი ცენტრების –

აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო სასოფლო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-საფეხმავალო გზებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების ან/და შენობა-ნაგებობების პირველ რიგს (გზის/ქუჩის კიდიდან 50 მ ზოლში).

4. განაშენიანების რეგულირების გეგმაში, დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეული ზონისთვის შესაძლებელია გამოიყოს ქვეზონები:

ა) ქვეცენტრი (ქც) –

ცენტრალური ზონის ნაწილი, მაღალი საზოგადოებრივ-კომერციული ფუნქციების კონცენტრაციის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი;

ბ) ქვეკარკასი (ქკ) –

ცზ და პზ ქვეზონა, მატერიალური გარემოს ათვისების საშუალო ხარისხის და საზოგადოებრივ-კომერციული ფუნქციების კონცენტრაციის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების ან/და შენობა-ნაგებობების პირველ რიგს (გზის/ქუჩის კიდიდან 25 მ ზოლში);

გ) კარკასთშორისი ტერიტორიები (კტ) –

ცზ და გკ მიღმა ტერიტორიები, ტერიტორიების ათვისების დაბალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი, რომელიც არ არის პზ.

5.  ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონების რეგლამენტები დგინდება ამ წესებით და საჭიროების შემთხვევაში დამატებით განაშენიანების რეგულირების გეგმ(ებ)ით.

6. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონის/ ქვეზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების განსაზღვრისას ან/და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას გადამწყვეტია ის მოთხოვნები, რომლებიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებ