1. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით ქალაქ რუსთავის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად);
2. ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში.
3. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები:
ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);
ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ);
გ) სარეკრეაციო ზონა – (რზ);
დ) სპეციალური ზონა – (სპეცზ);
ე) საცხოვრებელი ზონა – (სზ);
ვ) სატრანსპორტო ზონა – (ტზ);
ზ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ);
თ) სამრეწველო ზონა – (ს);
ი) სანიტარიული ზონა – (სანზ);
კ) სამხედრო დანიშნულების ზონა – (სდზ).
ტერიტორიების კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამის ზონირების დეტალურ რუკაში.
4. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები:
ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);
ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ);
გ) სარეკრეაციო ზონა 1 -(რზ-1);
დ) სარეკრეაციო ზონა 2- (რზ-2);
ე) სარეკრეაციო ზონა 3- (რზ-3)
ვ) სპეციალური ზონა – (სპეცზ);
ზ) საცხოვრებელი ზონა 1 - (სზ-1);
თ) საცხოვრებელი ზონა 2 - (სზ-2);
ი) საცხოვრებელი ზონა 3 - (სზ-3);
კ) საცხოვრებელი ზონა 4 - (სზ-4);
ლ) საცხოვრებელი ზონა 5 - (სზ-5);
მ) საცხოვრებელი ზონა 6- (სზ-6);
ნ) სატრანსპორტო ზონა 1 – (ტზ-1);
ო) სატრანსპორტო ზონა 2 – (ტზ-2);
პ) სატრანსპორტო ზონა 3 – (ტზ-3);
ჟ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 – (სსზ-1);
რ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 – (სსზ-2);
ს) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3);
ტ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1);
უ) სამრეწველო ზონა 2 – (ს-2);
ფ) სანიტარიული ზონა' – (სანზ');
ქ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 – (სდზ-1);
ღ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2);
ყ) სატყეო ზონა.
6. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი კონკრეტული ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი რეგლამენტების განსაზღვრისას გადამწყვეტია ის მოთხოვნები, რომლებიც აწესებს უფრო მკაცრ შეზღუდვებს.
მუხლი17. დეტალური ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები
1. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სატყეო ზონა – ქალაქ რუსთავის საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია. სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.
3. სასოფლო-სამეურნეო ზონა'(სოფზ) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა:
ა) განათების;
ბ) სარწყავი სისტემის;
გ) სარეკლამო ბილბორდის;
დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის.
5. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,2;
6. სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
ამ ზონისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დგინდება:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0.3;
ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) = 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) = 1,0.
7. სპეციალური ზონა – (სპეცზ) წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.
8. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):
ა) შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;
ბ) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
გ) კოეფიციენტები:
გ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 0,8
გ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,3.
9. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 0,6 ;
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,25.
10. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
ა) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5 ;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 1,3;
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,2;
11. საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4):
ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი 300 მ2;
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრია;
დ) კოეფიციენტები:
დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0.7;
დ.ბ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,1.
12. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5):
ა) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 1,8;
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,1.
13. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6):
ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,2
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
14. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), (ჩამონათვალის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს).
15. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ სამყოფებს/სათავსებს, კანონმდებლობის შესაბამისად.
16. სატრანსპორტო ზონა 3 (ტრ-3) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ სამყოფებს/სათავსებს კანონმდებლობის შესაბამისად.
17. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):
ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის, კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,6;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 3,0;
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,1;
გ) შესაძლებელია აგრეთვე ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა არა უმეტესს 60%-ის.
18. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2):
ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 5,0;
ბ.გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1;
გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/ სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის (25%-მდე), აგრეთვე ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა.
19. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3):
ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი;
დ) კოეფიციენტები:
დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0.7;
დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,1.
20. სამრეწველო ზონა 1 (ს-1):
ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები;
ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
21. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.
22. სანიტარიული ზონა' (სანზ') როგორც წესი წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების ზონას, რომელიც იცავს სხვა ზონას/ებს მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე გააჩნია გარემოს გამაჯანსაღებელი ფუნქცია.
23. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
24. სამხედრო დანიშნულების ზონა 2 (სდზ-2) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია საწვრთნელი პოლიგონი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 16. ფუნქციური ზონები
თავი IV — უფლებრივი ზონირების დოკუმენტები, მათი შემადგენლობა და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
- განაკვეთი 25%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტები
- მუხლი 11. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები
- მუხლი 12. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრულ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
- მუხლი 13. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 15. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 18. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 19. დაშენება-მიშენებების და მანსარდების მოწყობა მრავალბინიან
- მუხლი 21. ქალაქთმშენებლობითი რეგლამენტების დადგენა ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში
- მუხლი 22. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის ამ წესებით განსაზღვრული მაჩვენებლების გადამეტება
- მუხლი 23. სპეციალური ზონალური შეთანხმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-16/