1. ქალაქ რუსთავში კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვის მიზნით გამოიყოფა კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი კონკრეტული ზონები, რომლებიც ასახვას ჰპოვებს უფლებრივი ზონირების დოკუმენტებში.
2. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები აისახება როგორც უფლებრივი ზონირების დოკუმენტი.
3. უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით დადგენილია ზონების შემდეგი ძირითადი სახეობები:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები;
ბ) გარემოს დამცავი ზონები.
4. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები მოიცავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგ ზონებს:
ა) ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ-1);
ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონას (ისტ-2);
გ) ისტორიული ლანდშაფტის დამცავ ზონას (ისტ-3);
დ) არქეოლოგიური დაცვის ზონას(ისტ-4);
ე) ძეგლის ინდივიდუალური (ფიზიკური) დაცვის ზონა (არეალი) –(ისტ-5);
ვ) ძეგლის ვიზუალურად დამცავი ზონას (არეალი)-(ისტ-6);
5. ქალაქ რუსთავის გარემოს დამცავი ზონებია:
ა)     გარემოს დამცავი ზონა 1 (გდზ-1):
ა.ა) ბუნების ძეგლის დამცავი ტერიტორია;
ა.ბ) ხორციელდება ბუნების ძეგლის და მისი ტერიტორიის დაცვა;
ა.გ) სამშენებლო საქმიანობა ბუნების ძეგლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ მისი დაცვის ან/და ვიზუალური აღქმის მიზნით.
ბ)     გარემოს დამცავი ზონა 2 (გდზ-2):
ბ.ა)    დაცული ლანდშაფტის ტერიტორია;
ბ.ბ) ხორციელდება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის დაცვა და აღდგენა, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად;
ბ.გ)   სამშენებლო საქმიანობა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ მისი დაცვის, აღდგენის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაბუთებული საჭიროების და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად;
გ)     გარემოს დამცავი ზონა 3 (გდზ-3):
გ.ა)    წყლის დამცავი ტერიტორია;
გ.ბ)   ხორციელდება წყლის დამცავი ტერიტორიის დაცვა და აღდგენა;
გ.გ)   სამშენებლო საქმიანობა წყლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ მისი დაცვის ან/და აღდგენის მიზნით