რეგულირების საკითხთა კომისია
1. ქალაქ რუსთავის მერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს:
ა) ქალაქ რუსთავის მერისა და ქალაქ რუსთავის საკრებულოსათვის ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;
ბ)  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოს და სხვა შესაბამის სამსახურთან ერთად;
გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;
დ)     მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მერის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;
ე)  სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის ქალაქ რუსთავის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავის მერიის სტრუქტურათა კოორდინაციის წინადადებების შემუშავება, ქალაქ რუსთავის მერისათვის წარსადგენად;
ზ) შეუსაბამო უძრავი ობიექტების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა, დასაბუთებული წინადადებების მომზადება მათი მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ;
თ)     ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების მომზადება;
3. კომისიის ფუნქცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მერი.
თავი V
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებული შემთხვევები და მათი რეგულირებ