1. თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია  შეიქმნას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“.

2. საბჭოს კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:

ა) თბილისის  მერისა და საკრებულოსათვის დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება, ანგარიშის სახით და კონსულტაციების გაწევა;

ბ) დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის  მერისათვის თბილისის  მერიის სტრუქტურათა კოორდინაციის წინადადებების შემუშავება;

გ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურ(ებ)თან ერთად;

დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება;

ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების, მათ შორის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის, თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე თბილისის  მერის გადაწყვეტილებისთვის რეკომენდაციების   მომზადება;

ზ) განაშენიანების წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უძრავი ობიექტის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციების მომზადება.

3. საბჭოს ნებისმიერი რეკომენდაცია აისახება შესაბამის ოქმში, ხოლო მოხსენება –
ანგარიშში, რომელსაც ის, გარდა დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისა, საკუთარი დებულებით განსაზღვრული პერიოდულობით აქვეყნებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. საბჭოს რეკომენდაცია, მოხსენება ან/და ამ მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების პროექტები არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და მისი გათვალისწინება დამოკიდებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ, ამ წესებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოზე/პირზე.

5.  საბჭოს უფლება-მოვალეობები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

6. საბჭოს შემადგენლობას, დებულების საფუძველზე, ამტკიცებს თბილისის მთავრობა.

თავი IIIტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობე