1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. აღნიშნული პირობები ასახული უნდა იქნეს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში.

2. ამ თავის საფუძველზე ხორციელდება ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავება.

3. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს;

ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების და განაშენიანების პირობებს, როდესაც არ არსებობს შესაბამის ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების დოკუმენტები;

გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ფუნქციონირებას;

დ) სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის წესს.

4. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებების და კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისა