1. განაშენიანების წესების მოთხოვნათა რეალიზაციას და დაცვას უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულო; კერძოდ :

ა) I ეტაპი - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავებისთვის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ)   II   ეტაპი -  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.  ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:

ა) ქალაქის ტერიტორიაზე ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების განხორციელების პოლიტიკის განსაზღვრისათვის მოსაზრებების მომზადება;

ბ) ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების განხორციელებაზე მონიტორინგის განხორციელება;

გ) ამ წესებში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება;

დ) თვითმმართველობის სტრუქტურათა კოორდინაციის განხორციელება  ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებში;

ე) ამ წესების განმარტება და დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა;

ვ) საჯარო მოსმენების ორგანიზება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საკითხებზე (საჯარო მოსმენებში სახელმწიფო, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართოდ მონაწილეობა);

ზ) ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის რეგულარული მოხსენებების მომზადება;

თ) ქალაქის ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების სამუშაოებზე სატენდერო სტრატეგიის განსაზღვრა, დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და სატენდერო კომისიების ფორმირებაში მონაწილეობა;

ი) ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოთა და განხილვათა ორგანიზება;

კ) ამ  წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური ზონალური ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით დასკვნების მომზადება;

ლ)  ქალაქის უფლებრივი (ზოგადი და კონკრტული) ზონირების რუკების დამტკიცებისათვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება;

მ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განხილვის და დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ინფორმაციით:

-         დამუშავებული დოკუმენტაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო თუ დაზუსტებული ვადების ჩვენებ