ა) ქ. ცაგერის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია შედგება წინამდებარე წესისაგან, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისაგან, განაშენიანების რეგულირების გეგმისაგან და ქალაქის ტერიტორიების ზოგადი და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკებისაგან;

ბ) ქ. ცაგერის ზემოთაღნიშნული ქალაქთმშენებლობითი  დოკუმენტების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად (თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.  ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

- პირველი ეტაპი- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გეგმარებითი დავალების დამტკიცება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად )-არაუმეტეს 20 დღე;

- მეორე ეტაპი- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად ) - არაუმეტეს 30 დღე;

გ) ქ. ცაგერის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს  თვითმმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო,  ხოლო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულ