ა) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ან/და არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს;

ბ) გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო ნაკვეთს, თუ მას არ აქვს ერთი მისასვლელი მაინც, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;

გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ „შეუსაბამობის სტატუსის“ აღმოფხვრამდე არ დამტკიცდეს  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეთანხმდეს არქიტექტურული პროექტი/ კონსტრუქციული სქემა; თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა;

დ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მისასვლელი ჩაითვლება არსებულად, თუ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე;

ე) თუ ქალაქის საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცის(მაგ. გზა, გამწვანებული ტერიტორია და სხვა)  რეკონსტრუქციაზე მიღებულია თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილება, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა დასახული მიზნის მიღწევისათვი