ა) დადგინდეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L /Y ) კოეფიციენტ- Y-ის  მნიშვნელობა:

- 0.35 - საზოგადოებრივ-საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისთვის;

-    0.25    - სამრეწველო ზონებისთვის;

-    0.4      -ყველა სხვა ზონისათვის.

ბ) L წარმოადგენს:

ბ.ა.) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის(ქუჩის)  მხარეს მდებარე შენობის ფასადის საანგარიშო ზედაპირიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე დაშორებას;

ბ.ბ.) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს მხარეს შენობის განთავსების შემთხვევაში საპროექტო შენობის საანგარიშო ზედაპირიდან სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე დაშორება