ა) სამეზობლო საზღვარზე საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

ბ) საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს;

გ) საზიარო კედლის/ ღობის  გამოყენებისას გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად;

დ) შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლით შეწყვილება მხარეთა შეთანხმებით, იმ ზონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა განთავსება დასაშვებია;

ე) მიჯნის ზონაში, სამეზობლო საზღვარზე,  ცეცხლგამძლე საზიარო ღობის არსებობის შემთხვევაში ამ ზონაში მდებარე შენობის კედელში შესაძლებელია  ღია ნაწილების(ფანჯარა, კარი და სხვა) მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0,6 მ-ით დაბლა;

ვ)   მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2,2 მეტრს;

ზ) მეზობლის ნაკვეთში არ უნდა მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები;

თ) ქუჩაზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექმა არ უნდა მიაყენოს ზიანი ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს;

ი) როდესაც რელიეფის გამო ვერ ხერხდება, მეზობელი ვალდებულია თავის ნაკვეთზე გაატაროს მეზობლის ნაკვეთიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექი;

კ) მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მეზობლის საინჟინრო- კომუნალური ქსელების საკუთარი მიწის ნაკვეთზე გატარებას, თუ არ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალებ