1. გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლო საქმიანობის მიზნით განვითარება უნდა განხორციელდეს:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაურეგულირებელი /მოუწესრიგებელი განაშენიანების ნაწილს, ამ მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო მდებარე ტერიტორიის კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად; იგულისხმება ამ მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიაზე განთავსებული ყველა მიწის ნაკვეთი;
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების კვლევა მოიცავს:
ა) საკვლევი ტერიტორიის აეროფოტო გადარებას;
ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას;
გ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას;
დ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაშენიანების და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს;
3. კონკრეტული მიწის ნაკვეთის გარშემო ტერიტორიის ასებული განაშენიანების კვლევის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ისეთი პირობების შესახებ, რომლებიც მიახლოებული იქნება კვლევის შედეგებთა