1. ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნათა რეალიზაციასა და დაცვას უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური და სხვა სამსახურები, რომლებიც საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში ახორციელებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ფუნქციას.

2. ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან საკრებულოს

გადაწყვეტილებით  ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით იქმნება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია;

3. კომისიის კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:

ა) ქალაქის ტერიტორიაზე ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების განხორციელების პოლიტიკის განსაზღვრისათვის მოსაზრებებისა და დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;

გ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) განაშენიანების რეგულირების საკითხებზე არსებული წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;

ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მომზადება;

ვ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა მომზადება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;

ზ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მომზადება;

4. კომისიის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც   ამტკიცებს საკრებულ