1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, თვითმმართველობის ორგანოებთან საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია” (შემდგომში _ კომისია), რომელიც ექვემდებარება შესაბამისი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს.

2. კომისიის კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს:

ა) საკრებულოებისათვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;

ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;

გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;

დ) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მომზადება;

ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოების გადაწყვეტილებათა მომზადება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;

ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების მომზადება;

ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის საკრებულოს გადაწყვეტილების მომზადება.

3. კომისიის არსებობის შემთხვევაში, მისი ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ქ. თბილისში და ბათუმში ამტკიცებს, შესაბამისად, ქ. თბილისის ან ქ. ბათუმის მერია, ხოლო სხვა თვითმმართველ ერთეულებში – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგან