1. არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იმავე პროცედურების გავლას, რაც „დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევები.
2. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული ზოგადი ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების ცვლილება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად;
ბ) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების, გარდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად;
გ) ამ თავით განსაზღვრული სამრეწველო ზონა 1-ის, საზოგადოებრივ-საქმიანი და საცხოვრებელი ზონების ცვლილება სასოფლო-სამეურნეო ზონად.
დ) სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების ცვლილება საცხოვრებელ ან სატრანსპორტო ზონად.
3. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) სამრეწველო ზონა 2 (ს-2)-ის ცვლილება სამრეწველო ზონა 1 (ს-1) – ად;
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1)-ად;
გ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)-ის ცვლილება ყველა სხვა საცხოვრებელი ზონად, გარდა საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4) -ისა და საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ისა;
დ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) -ის ცვლილება საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3)-ად და საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)-ად;
ე) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3)-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ა