სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის:

ა) მიწის ნაკვეთი ესაზღვრება საზოგადოებრივ საზღვარს (ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს);

ბ) მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამეზობლო საზღვარს( სხვა მიწის ნაკვეთს);

გ) მიჯნის ზონა - წარმოადგენს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით;

დ) როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი  ან ორი გვერდით ესაზღვრება ორ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე სამეზობლო საზღვრ( ებ)იდან წითელი ხაზები ამ ნაკვეთისთვის უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე;

ე) მიჯნის ზონაში, სამეზობლო საზღვრის მხარეს დასაშვებია შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება  ღიობის (კარი, ფანჯარა, სამტრედე, კედელში არსებული ღია ნაწილი, აივანი, ერკერი, ტერასა) გარეშე;

ვ) მიჯნის ზონაში ღიობების მოწყობის სიმაღლე უნდა განისაზღვროს სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყიდან დაშორების Y=0.4-ზე გაყოფით (სიმაღლის დადგენის ფორმულით);

ზ)  სამშენებლო მიწის ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილი იქნას ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნავეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობ