1. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ზონებისათვის რეგლამენტებიტ დგინდება:

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები;

ბ) შესაძლებელია დადგინდეს ისეთი ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც დაუშვებელია.

2. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი

პარამეტრები უნდა მოიცავდეს:

ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს;

ბ) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან/და მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლეს;

გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს.

3. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები შესაძლებელია ასევე მოიცავდეს:

ა) სართულიანობის/სიმაღლის მაქსიმალურ მაჩვენებელს;

ბ)  ნავეთბის ფართობების მინიმალურ და მაქსიმალურ მაჩვენებლებს;

გ) განაშენიანების რეგულირების(წითელ) და სავალდებულო(ლურჯ)  ხაზებს;

დ) ავტოსადგომების რაოდენობას;

ე) სხვა პარამეტრებს, რომელთა მნიშვნელობა და მაჩვენებლები დგინდება  განაშენიანების რეგულირების გეგმით.

4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება;

ა) კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება შენობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის დარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით;

ბ) კ-1 კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგაშო ფართობში არ შედის:

-შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულები;

- ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი;

- შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას.

5. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების გარე კონტურში მოქცეული ზედაპირების ჯამურ ფართობს;

ა) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/2 -ით;

ბ) მიწისპირა სართულზე და პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის და შესაბამის სართულ(ებ)ზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 კვ.მ-ზე მეტია კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;

გ) შენობისა და ქუჩის ზდაპირის გადაკვეთის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 კვ.მ-ზე მეტია - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;

დ) პირველ მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40კვ.მ-ზე მეტია - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;

ე) აივანის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობა-ნაგებობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მანძილით - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;

ვ) ვერანდის, ერკერის, ლოჯის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი -კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულა