წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე  ქ. ცაგერის ტერიტორიის კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით-ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება.

განაშენიანების წესები მიმართულია ქალაქის ტერიტორიაზე კერძო თუ საზოგადოებრივი ინვესტიციებისათვის გარანტირებული, სამართლებრივად მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად.

ქალაქის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები არეგულირებს მიწის ნაკვეთების გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენას, რომლებიც ასახულია დამუშავებულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში.

ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს;

ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობებს, როდესაც არ არსებობს შესაბამის ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების დოკუმენტები;

გ) ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ფუნქციონირებას;

დ) სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის წესს.

კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის ტერიტორიების გამოყენება უნდა განხორციელდეს არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისა