წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა)  ქ. ცაგერის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს;

ბ) ქ. ცაგერის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრას;

გ) ქ.  ცაგერის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების წესს;

დ)  ქ. ცაგერის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიზნით ზოგადფუნქციური და კონკრეტული ფუნქციური ზონების ჩამონათვალს;

ე) კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის კოეფიციენტებს;

ვ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესს;

ზ) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებს;

თ) სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ი) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის  შექმნისა და ფუნქციონირების წეს