1. უფლებრივი ზონირება არის თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების სამართლებრივი ინსტრუმენტი;
2. უფლებრივი ზონირება უზრუნველყოფს:
ა) უძრავი ქონების ობიექტებში ცვლილებების შეტანის სამართლებრივ პირობებს;
ბ) უძრავი ქონების ობიექტების თაობაზე მიღებულ ქალაქთმშენებლობით გადაწყვეტილებათა საჯაროობას;
გ) უძრავი ქონების ობიექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ ნებართვის მიღების პროცედურის გამარტივებას;
დ) უფლებრივი ზონირების, როგორც ქალაქგანვითარების გეგმების რეალიზაციის მექანიზმს წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ტერიტორიის ზონირება.
3. ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტში / ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა /. ტერიტორიის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში /კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა /.
ზოგადი ფუნქციური ზონები
ქ. ცაგერისთვის დადგინდეს შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები:
ა) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ);
ბ) საცხოვრებელი ზონა (სზ);
გ) რეკრეაციული ზონა (რზ);
დ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ);
ე) სატრანსპორტო ზონა (ტზ);
ვ) სამრეწველო ზონა (ს );
ზ) სპეციალური ზონა (სპეცზ);
თ) სამხედრო დანიშნულების ზონა (სდზ);
ი) ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა;
კ) საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) კ-1=0.5, კ-2=0.8, კ-3=0.3;
ლ) საცხოვრებელი ზონა (სზ-2) კ-1=0.5, კ-2=0.6, კ-3=0.25;
მ) საცხოვრებელი ზონა (სზ-3) კ-1=0.5, კ-2=1.3, კ-3=0.2;
ნ) საცხოვრებელი ზონა (სზ-5) კ-1=0.5, კ-2=1.3-დან 1.8-მდე, კ-3=0.1;
ო) საკურორტო-რეკრეაციული ზონა 2(სრზ-2) კ-1=0.3, კ-2=3.0-მდე, კ-3=0.1;
პ) სამრეწველო ზონა 1 ( ს-1);
ჟ) სამრეწველო ზონა 2 (ს-2);
რ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციული ზონა’ (ლსზ’ ) ;
ს) რეკრეაციული ზონა’ (რზ’ );
ტ) სანიტარიული დაცვის ზონა’( სანზ’);
უ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) კ-1=0.6, კ-2=3.0, კ-3=0.1;
ფ) სპეციალური ზონა’ (სპეცზ’ );
ქ) სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1);
ღ) სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2);
ყ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1);
შ) ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა