1.ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას გამოყენებული უნდა იქნეს:

ა) დასახლების ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები;

ბ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები;

გ) დაცული ტერიტორიების საზღვრები;

დ) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და     დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები;

ე) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საწარმოო სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები;

ვ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები;

ზ) რკინიგზის, მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები.

2. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონების ტერიტორიის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად/შემდე