1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;
2. განაშენიანების რეგულირების გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების არქიტექტუულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
3. განაშენიანების რგულირების ხაზები (წითელი ხაზები)- მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი;
4. განაშენიანების სავალდებულო ხაზები(ლურჯი ხაზები) - მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები;მიწი ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი;
5. დასახლება - განსახლების განსხვავებული ფორმების(ტიპების) საერთო სახელწოდება (ქალაქი, დაბა, სოფელი);
6. დასახლებათა განვითარება - დასახლებათა(ქალაქის, დაბის, სოფლის) ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი ან/და მართვა, რომელიც აისახება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების დოკუმენტებში;
7. შენობის საანგარიშო ზედაპირი - გრუნტის ზედაპირიდან სახურავის საანგაშო კიდემდე შენობის ყველა ზედაპირი, რომელიც გრუნტის ზედაპირის ჰორიზონტალური პროექციის მიმართ ქმნის 70-დან 90 გრადუსამდე კუთხეს;
8. სახურავის საანგარიშო კიდე - ქანობიანი სახურავის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირისა და შენობის გადახურვის სიბრტყეების გადაკვეთის წარმოსახვითი ხაზი. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირის დამამთავრებელი ხაზი;
9. შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე -შენობის ფასადის საშუალო სიმაღლე, რომელიც ტოლია ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიმაღლის. როდესაც ფასადის მხარეს გამომავალი სამტრედეების და სახურავის სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების ჯამური სიგანე წარმოადგენს ამავე ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის 1/2 -ზე მეტს, მაშინ შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლის განსაზღვრისას ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიმაღლეს ემატება შესაბამისი ფასადის მხარეს გამომავალი სამტრედეების და სახურავის სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლე;
10. საზიარო კედელი - სამეზობლო საზღვარზე არსებული კედელი, რომლის ნაწილი შეიძლება მომიჯნავე ნაკვეთებზე განთავსებული შენობ(ებ)ის ერთერთ კედელს წარმოადგენდეს. ასევე საზიაროა სამეზობლო საზღვარზე არსებული ან ასაშენებელი საყრდენი კედელიც;
11. ღობე - წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ კონსტრუქციას, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს, როგორც საკადასტრო საზღვარზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნულები სხვადასხვა მხარეს სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალურ სიმაღლედ განისაზღვრება სიმაღლე უფრო მაღალი ნიშნულიდან;
12. საზოგადოებრივი სივრცე -განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, ბაღი, პარკი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები;
13. ქუჩა - განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებული გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილისგან(ტროტუარისაგან) , მხოლოდ ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან ან ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილისგან(ტროტუარისგან);
14. მიწისზედა სართული -სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1.8 მეტრია(მეათედის სიზუსტით) ან მეტი;
15. მიწისქვეშა სართული - სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1.8 მეტრს(მეათედის სიზუსტით) არ აღემატება;
16. მიწისპირა სართული - სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1.8 მეტრამდეა(მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1.8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება;
17. რეგლამენტი - მიწის ნაკვეთებისა დასხვა უძრავი ობიექტების გამოყენებისა და განაშენიანების, ამ წესების საფუძველზე დადგენილი სამართლებრივი და ნორმატიული პარამეტრები.
18. ვერანდა - გადახურული, ერთი ან ორი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული ან კედლებით შემოუსაზღვრავი და ღია მხრიდან/მხარეებიდან მოაჯირით შემოკავებული სივრცე;
19. ერკერი - შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული გადახურული, კედლებით და შემინული ღიობებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს;
20. ლოჯია - შენობის ფასადში შეჭრილი, გადახურული, სამი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ფასადის მხრიდან გახსნილი და მოაჯირით შემოკავებული სამყოფი;
21. აივანი - შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული, მოაჯირით შემოკავებული ჰორიზონტალური კონსტრუქციული/კონსოლური სიბრტყე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს და მის შიდა სივრცესთან არის დაკავშირებული;
22. მანსარდი - სართული სხვენის სივრცეში, რომლის ფასადი მთლიანად ან ნაწილობრივ შედგენილია დახრილი ან/და ტეხილი სახურავის ზედაპირებით. ამასთანავე სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს მანსარდის იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე; მანსარდი ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფართობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,4 მეტრი(მეათედის სიზუსტით) ან მეტი;
23. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო -არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონის ის ნაწილი(ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილ საზღვრებსა და წითელ ხაზებს შორის), რომელზედაც მოქმედებს ამ წესებით განსაზღვრული სპეციალური პირობები;
24. სრული სართული - სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე არის 2,4 მეტრი ან მეტი;
25. არასრული სართული - ის სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე 1,8 მეტრიდან 2,4 მეტრამდეა;
26. ტექნიკური სართული - ის სართულია, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე 1,8 მეტრზე ნაკლებია;
27. ტერასა(ბანი) - გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახუავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი;
28. ზონის ტერიტორიის გამოყენების სახეობა - გამოყენების სახეობა , რომელიც განისაზღვრება უფლებრივი ზონირებით კონკრეტული ტერიტორიისთვის დადგენილი სახეობით; ზონის ფუნქცია ერთგვაროვანია, თუკი მასზე განთავსებული ნაკვეთების მინიმუმ 75% გამოყენებულია იდენტური ფუნქციით(დომინირებული სახეობა); ზონის ფუნქცია შერეულია, თუკი მის ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთბის 25%-ზე მეტი გამოყენებულია განსხვავბული ფუნქციით;
29. სპეციალური(ზონალური) ნებართვა - ნებართვა, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ობიექტში ცვლილებების შეტანამდე ამ ობიექტის ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ წესების შესაბამისად მოითხოვს სპეციალურ(ზონალურ) ნებართვას/შეთანხმებას;
30. უფლებრივი ზონირება - ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების სახეობებისა და განაშენიანების პარამეტრების რეგულირების სამართლებრივი ინსტრუმენტი;
31. უძრავი ობიექტის გამოყენების ძირითადი დაშვებული სახეობა - გამოყენების
დაშვებული სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესებითა და უფლებრივი ზონირების რუკებით უძრავი ობიექტისათვის, როგორც შესაბამისი და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური(ზონალური) ნებართვა;
32. წესების შეუსაბამო მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება,ფართობი ან ზომები არ შეესაბამება შესაბამისი უფლებრივი ზონის მოთხოვნებს;
33. წყლის დამცავი ტერიტორია - ზღვის, ტბის, წყალსაცავის და მდინარის მიწისზედა წყლის ზედაპირები, აგრეთვე მათი არსებობისათვის აუცილებელი სანაპირო ზოლების, ჭალების და მიწისქვეშა წყალშემკრები სისტემის ტერიტორიები;
34. პასაჟი - საზოგადოებრივი დანიშნულების გამჭვირვალე კონსტრუქციით გადახურული, გამჭოლი ქუჩა, გალერე