ქ. ცაგერის კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი ზონები და გეგმარებითი პარამეტრები:
8.1. საცხოვრებელი ზონა 1(სზ-1)
ა) შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;
ბ) განაშენიანების დომინირებული სახეობაა სავხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა- ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპეპის დაცვით.
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.5;
დ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოფიციენტი კ-2=0.8-მდე;
ე) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3=0.3 ;
8.2. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულბის ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2= 0.6-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3=0.25 ;
8.3.საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3):
ა) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 = 0.6-დან 1,3-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.
8.4. საცხოვრებელი ზონა - 5 (სზ-5):
ა) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას
შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 =1.3-დან 1,8-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.
8.5. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):
ა) ზონა, სადაც დასაშვებია დასავენებელი, სამკურნალო, სპორტული და
გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.
8.6. სამრეწველო ზონა 1(ს-1) :
ა) განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო /მავნე / საწარმოო პროცესები;
ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების /სამყოფების / არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად;
8.7. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) :
ა) განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო /მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.
8.8. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა¢ (ლსზ¢) :
ზონა წარმოადგენს დასახლების საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
8.9. სარეკრეაციო ზონა’ (რზ’ ):
ზონა მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას ( პარკი,ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
8.10. სანიტარული დაცვის ზონა’( სანზ’):
წარმოადგენს ზონას, რომელიც იცავს სხვა ზონას მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე გააჩნია გამაჯანსაღებელი ფუნქცია.
8.11. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):
ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1=0.6;
გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=3.0-მდე;
დ) მიწის ნაკვეთის გამწანების კოეფიციენტი კ-3=0.1;
ე) შესაძლებელია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
8.12. სპეციალური ზონა’ (სპეცზ’ ):
წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.
8.13. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1):
წარმოადგენს სატრასპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს).
8.14. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2):
ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და მოიცავს გზებს, ღია ავტოსადგომებს, მომსახურების ტერიტორიებს; შესაძლებელია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი სამყოფების /სათავსების ( აეროსადგურის, ავტოსადგურის, რკინიგზის სადგურის და სხვა) არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
8.15. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1):
წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ქ. ცაგერისთვის წარმოდგენილია ქალაქის მოსახლეობის თავდაცვის მიზნით მიწისქვეშა თავშესაფრის მოწყობის ზონა.
8.16. ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა :
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები განსაზღვრულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ქ. ცაგერში წარმოდგენილია ტერიტორია- ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონა(არეალი) უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია; არეალი განისაზღვრება არანაკლებ 50მ-ის რადიუსი