1. ტერიტორიის უფლებრივი ზონირება ხორციელდება ორ ეტაპად, რაც აისახება უფლებრივი ზონირების შესაბამის რუკებში.
2. უფლებრივი ზონირების პირველი ეტაპი
_ ზოგადი უფლებრივი ზონირება ეფუძნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილ ქალაქთმშენებლობით ზონირებას და ასახავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოთხოვნებსა და ზოგადი უფლებრივი ზონირებისათვის ამ წესებით განსაზღვრული პირობების შედარება-შეჯერების შედეგებს.
3. ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახება უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდეგში
_ ზოგადი რუკა).
4. ზოგადი რუკა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე გრაფიკული ნახაზის ფორმით.
5. უფლებრივი ზონირების მეორე ეტაპი
_ კონკრეტული ფუნქციური ზონირება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ცალკეული ქალაქთმშენებლობითი ზონებისათვის, ადგენს ამ წესებით განსაზღვრულ ქვეზონების შესაძლო სახეობებს და მათი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრებს.
6. კონკრეტული ფუნქციური
ზონირების მოთხოვნები აისახება უფლებრივი ზონირების დეტალურ სავალდებულო რუკებში.
7. დეტალური სავალდებულო რუკა განსაზღვრავს ზონის სახეობასა და საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ამ წესებით დადგენილი ტერიტორიის გამოყენების სახეობისა და სამშენებლო განვითარების პარამეტრები №1 ცხრილში მოცემული მნიშვნელობებით.
8. უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკების შემუშავება შესაძლებელია განხორციელდეს უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკის გარეშე. ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში ტერიტორიის განვითარების რეგულირება ხდება აგრეთვე დეტალური სავალდებულო რუკების საფუძველზე.
9. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა ტერიტორიის ცალკეული ნაწილის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული გამოყენების სახეობაში ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საფუძვლები და პარამეტრე