1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება ურეკის ტერიტორიის მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმით განსაზღვრულ და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ საზღვრებში.

2. წესები შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან, მონაწილეობენ და/ან აკონტროლებენ ქალაქთმშენებლობით საქმიანობას.

3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ეს წესები ქმნის ურეკის ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განვითარების სამართლებრივი რეგულირების საფუძველ