1. უფლებრივი ზონირების რუკებში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის ამ წესების შესაბამისად, დამოუკიდებლად ან დეტალური გეგმარების პროექტების მოთხოვნების გათვალისწინებით
, დგინდება:

ა) ზონების ტერიტორიებზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების დასაშვები სახეობების ჩამონათვალი;

ბ) ზონების ტერიტორიებზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების განვითარების პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები.

2. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები უნდა მოიცავდეს:

ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს;

ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან/და მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლეს;

გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს;

დ) მაქსიმალურ მაჩვენებლებს განაშენიანების სართულიანობისათვის ან/და სიმაღლისათვის ან/და მოცულობისათვის;

ე) მიწის ნაკვეთების ფართობ(ებ)ის მინიმალურ და მაქსიმალურ მაჩვენებლებს ან/და ზომებს;

ვ) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);

ზ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);

თ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას;

ი) განაშენიანების სივრცით-დაგეგმარებითი წყობის პირობებს (შენობების ფასადების ერთი ხაზის გასწვრივ განთავსება, შენობების შეწყვილება, შენობების სიმაღლის განსაზღვრა, შენობების გადახურვის ტიპის განსაზღვრა და სხვა)
.
3. უფლებრივი ზონირების რუკები წარმოადგენს ზოგადი (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა) და დეტალური (განაშენიანების რეგულირების გეგმა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს.

4. თუ განაშენიანებული ტერიტორიისათვის არ არსებობს (მომზადების პროცესშია) დეტალური ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, ამ ტერიტორიებზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება ხორციელდება უფლებრივი ზონირების რუკების შესაბამისად.

5. უფლებრივი ზონირების რუკები უნდა აკმაყოფილებდეს მათთვის დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს და წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედ კოორდინატთა ოფიციალურ სისტემაშ