1. უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების ძირითადი პარამეტრებიდან ამ წესებით ცალკეული ტერიტორიალური ზონებისათვის განსაზღვრულია:
ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) მაქსიმალური მაჩვენებლები;
ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მაქსიმალური მაჩვენებლები;
გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტის (კ-3) მინიმალური მაჩვენებელი.
2. უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების მიზნით ამ წესებით განსაზღვრულია:
ა) საცხოვრებელ ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შენახვის პირობები;
ბ) შენობათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლისა და ქუჩების (გზების) სიგანეთა სარეკომენდაციო ურთიერთმიმართება;
გ) ტერიტორიების განაშენიანების სივრცით გეგმარებითი პირობებ