1. თუ სამშენებლო ნაგებობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე განსაზღვრულია დეტალური გეგმარების პროექტების საფუძველზე შემუშავებული უფლებრივი ზონირების დეტალური სავალდებულო რუკით, ცვლილების შეტანა ამ რუკებში ასახულ მაჩვენებლებში დაუშვებელია.
2. ცალკეულ ტერიტორიულ ზონებში, რომლებისთვისაც არ არის შემუშავებული დეტალური გეგმარების დოკუმენტები და არ არის დადგენილი სიმაღლისა და სართულიანობის შეზღუდვები, შენობა-ნაგებობების მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა ხდება ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების შესაბამისა