1. ცალკეული ტერიტორიული ზონებისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მაქსიმალური მაჩვენებლები განისაზღვრება №1 ცხრილის შესაბამისად.

ცხრილი №1

№

ფუნქციური და ტერიტორიულ
-
სტრუქტურული

ზონები
მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ
-1

მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური
კოეფიციენტი კ
-2

მიწის ნაკვეთის გამწვანების
კოეფიციენტი  კ
-3

1.
საზოგადოებრივ-საქმიანი
ზონა 1 (სსზ-1)

0.6

3.0

0.1

2.
საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)

0.5

0.6

0.25

3.
საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)

0.5

2.2

0.1
4
.
საკურორტო-სარეკრეაციო
ზონა -2 (სრზ-2)

0.3

3.0

0.1

2. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლების გაზრდა შესაძლებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ:

ა) ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;

ბ) გადამეტება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების დარღვევისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

გ) არ მოხდება სხვა საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებ