1. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლები გადამეტებულ შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების საფუძველზე, თუ:
ა) ამას მოითხოვს ქალაქის ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;
ბ) გადამეტება წონასწორდება ან კომპენსირდება გარკვეული ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
2. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობების სიმაღლის ან სართულიანობის მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს არსებული განაშენიანების შესაბამის პარამეტრებთან გათანაბრება, დასაშვებია ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის ამ რეგლამენტით განსაზღვრული კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების ამ წესებით განსაზღვრული წესით განხილვა (სპეციალური შეთანხმება).
3. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტების (კ-1, კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროექტის, მშენებლობის ნებართვის გამცემის შესაბამისი სამსახურის და ქ. რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მერი.
4. სპეციალური ზონალური შეთანხმებით, გადამეტება დასაშვებია იძულებით შეუსაბამო ობიექტებისათვის. ასეთი ტერიტორიებისათვის ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით, სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს.
5. არსებული ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონისათვის, მიწის ნაკვეთზე შენობის განვითარების დროს, დასაშვებია ამ ნაკვეთის ფაქტობრივი გაანგარიშებით განსაზღვრული კოეფიციენტების (კ-1, კ-2) შენარჩუნება, თუ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს “შეუსაბამო” უძრავ ობიექტს.
6. სტრუქტურულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ფარგლებში დასაშვებია 100 კვ.მ-მდე ტერიტორიის (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობებისა) 100%-ით განაშენიანება ყველა სახის სტრუქტურული და ფუნქციური ზონისათვის.
7. მიწის ნაკვეთების 100 კვ.მ-ის ფარგლებში განაშენიანება დასაშვებია (ტერიტორიის მაქსიმალური ფართობი, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილია 100 კვ.მ-ს მოშენება ყოველ კონკრეტულ გეგმარებით ზონაში განსაზღვრულია შესაბამისი განაშენიანების კოეფიციენტის (კ1-ის) მიხედვით (ასე მაგალითად: სზ3-ში კ1=0.5, შესაბამისად 100.0კვ.მ:0,5=200.0 კვ.მ) და წარმოადგენს იმ ზღვარს, რომლის ზემოთაც 100 კვ.მ და მეტის მოშენება ნორმატიულად არის შესაძლებელი):
– სზ-2-ში – 250 კვ/მ-ის ჩათვლით
– სზ3 და სზ5-ში – 200 კვ/მ-ის ჩათვლით
– სზ6-ში – 160 კვ/მ-ის ჩათვლით
– სსზ-1-ში – 140 კვ/მ-ის ჩათვლით
– სსზ2-ში – 120 კვ/მ-ის ჩათვლით.
ამასთან, ასეთ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო საქმიანობა უნდა ითვალისწინებდეს ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს.
8. საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (სსზ-1) მაღალი ინტენსივობის მრავალფუნქციური შენობებისათვის (საცხოვრებელი<25% ოფისები) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2=4,6 მინიჭება შესაძლებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 22. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის ამ წესებით განსაზღვრული მაჩვენებლების გადამეტება
თავი IV — უფლებრივი ზონირების დოკუმენტები, მათი შემადგენლობა და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
- განაკვეთი 25%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 21. განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთების განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობისა და გამწვანების კოეფიციენტების მაჩვენებლები
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთების განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობისა და გამწვანების კოეფიციენტების მაჩვენებლები
- მუხლი 34. განაშენიანების პარამეტრების მაჩვენებლები და მათი დაცვის ვალდებულება
- მუხლი 41. განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა
- მუხლი 4. კონკრეტული ფუნქციური ზონების კოეფიციენტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 15. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 16. ფუნქციური ზონები
- მუხლი 18. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 19. დაშენება-მიშენებების და მანსარდების მოწყობა მრავალბინიან
- მუხლი 21. ქალაქთმშენებლობითი რეგლამენტების დადგენა ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში
- მუხლი 23. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 24. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
- მუხლი 25. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა
- მუხლი 26. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან იძულებითი შეუსაბამობა
- მუხლი 28. შეუსაბამო მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-22/