1. უფლებრივი ზონირების დოკუმენტების, როგორც ადგილობრივი სამართლებრივი აქტების, მიღების შემდგომ უფლებრივი ზონირებით მოცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომლებიც არ პასუხობენ ამ წესების მოთხოვნებს იძენენ, „შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების იურიდიულ სტატუსს, რომელსაც ანიჭებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო.
2. შეუსაბამო უძრავი ობიექტების არსებობა და გამოყენება, როგორც წესი, არ იზღუდება მათი ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადით. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც უძრავი ობიექტის ამ წესებთან შეუსაბამობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს. ასეთ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტით იკრძალება ან იზღუდება ასეთი ობიექტების გამოყენება და ისაზღვრება მათი შესაბამისობაში მოყვანის ვადა.
3. შეუსაბამო უძრავი ობიექტების შემდგომი განვითარება, მათ შორის: ტერიტორიის გაფართოვება, ფუნქციის შეცვლა, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებით გასაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით.
4. დაშვებულია შეუსაბამო უძრავი ობიექტების ისეთი ექსპლუატაცია (გამოყენება, განვითარება) და რემონტი, რომელიც არ ზრდის შეუსაბამობის არსებულ ხარისხს.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება სხვა მიწის ნაკვეთებს, დაუშვებელია მისი გაფართოება, ხელახალი გამიჯვნა მეზობელი ნაკვეთის ტერიტორიის ხარჯზე, თუ ეს არ არის დაკავშირებული ნაკვეთის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასთან.
6. შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ქმედებების გარდა, საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 25. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა
თავი V — ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებული შემთხვევები და მათი რეგულირება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 23. განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა
- მუხლი 21. წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა
- მუხლი 4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
- მუხლი 24. განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებთან განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა
- მუხლი 4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
- მუხლი 17. უფლებრივი ზონირების მოთხოვნებთან შეუსაბამობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 19. დაშენება-მიშენებების და მანსარდების მოწყობა მრავალბინიან
- მუხლი 21. ქალაქთმშენებლობითი რეგლამენტების დადგენა ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში
- მუხლი 22. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის ამ წესებით განსაზღვრული მაჩვენებლების გადამეტება
- მუხლი 23. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 24. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
- მუხლი 26. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან იძულებითი შეუსაბამობა
- მუხლი 28. შეუსაბამო მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა
- მუხლი 29. საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები
- მუხლი 30. ქალაქ რუსთავის მერიის უპირატესი უფლება კერძო საკუთრებაში
- მუხლი 31. სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-25/