1. წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა რეგულირდება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
2. მიწის ნაკვეთს ან/და შენობა-ნაგებობას შეუსაბამო სტატუსს ანიჭებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანოს რეკომენდაციის (წარდგენის) საფუძველზე.
3. დაშვებულია შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ისეთი ექსპლუატაცია (გამოყენება), რემონტი, ექსტერიერის რეკონსტრუქცია, მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია ან/და ქსელების რეკონსტრუქცია, რომელიც არ ზრდის შეუსაბამობის არსებულ ხარისხს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით იკრძალება ან იზღუდება შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გამოყენება და ისაზღვრება მათი შესაბამისობაში მოყვანის ვადა, თუ წესებთან შეუსაბამობა საფრთხეს უქმნის ადამიან(ებ)ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აღიარებულ ბუნებრივ და კულტურულ ღირებულებებს.
5. შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ქმედებების გარდა, საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, რომელიც გაიცემა ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი დაგეგმვის დოკუმენტებით.
6. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთს ან/და შენობა-ნაგებობას ეხსნება შეუსაბამო სტატუსი, იმავე წესით, რაც დადგენილია სტატუსის მინიჭებისთვის.
7. შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე განვითარება არ ნიშნავს შეუსაბამო სტატუსის მოხსნა