1. იმ შემთხვევაში, როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება განსაზღვრულ ვადაში ცალკეულ შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანა, თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ კანონმდებლობის შესაბამისად შეღავათები და მხარდაჭერის ღონისძიებები.
2. შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანის სტიმულირების ღონისძიებების გატარებისას, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, ცენტრალურ ზონაში, გეგმარებით კარკასზე და მათ ქვეზონებში მოქცეულ შეუსაბამო უძრავი ობიექტების ცვლილებების სტიმულირებ