1. ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის მიზანია, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ მაქსიმალური ინფორმირება, ბიუროს პოზიტიური რეპუტაციის უზრუნველყოფა, მისი სერვისების პოპულარიზაცია და ამ სერვისების გაყიდვების მაქსიმიზაცია.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრენდის განვითარება და ბრენდის შესახებ საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და ეფექტიანი მართვა;
გ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხების დროული გაშუქება;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების პოპულარიზაცია და გაყიდვის სტიმულირება;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარისხისა და რეპუტაციის შესახებ კვლევების წარმოება;
ვ) სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განვითარება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრენდის მახასიათებლების ჩამოყალიბება/განახლება;
ბ) აღმასრულებლის ბრენდის მახასიათებლების ჩამოყალიბება/განახლება;
გ) სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ბრენდის მახასიათებლების ჩამოყალიბება/განახლება;
დ) ბრენდის შესახებ საკომუნიკაციო პროექტების/იდეების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიტიური რეპუტაციის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და მათი გატარება;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ბიუროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება;
ზ) მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობა; სამოქალაქო საზოგადოების წარმოდგენლებთან ურთიერთობა;
თ) სააღსრულებო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;
ი) არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება/გაღრმავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
კ) არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე ვალდებულებების შესრულების ორგანიზება;
ლ) სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით;
მ) სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
ნ) გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება;
ო) განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის;
პ) მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლების კმაყოფილების და ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ორგანიზება ან/და განხორციელება;
ჟ) სოციალური ხასიათის და სხვა სახის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის, ვალდებულებებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მოსალოდნელი რისკების პრევენციის მიზნით;
რ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება მის განვითარების საბჭოზე წარსადგენად;
ს) წლიური ანგარიშის მომზადება მის განვითარების საბჭოზე წარსადგენად;
ტ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“-,,ზ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას ხელმძღვანელობს სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სამსახურის უფროსის დავალებებ