1. სამსახურის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული, პროცედურულად გამართული, მოთხოვნადი სერვისების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული სერვისების უწყვეტი განვითარება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობისა და უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა;

გ) საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით იდეებისა და კონცეფციების შემუშავება;

დ) პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართული და ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ე) ახლადდანერგილი სერვისების მაღალი ხარისხით მართვა და განვითარება.

3.  სამსახურის ფუნქციებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს  სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება;

ბ) არასააღსრულებო სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება;

გ) მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა;

დ) სერვისების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებული იდეების პროექტებად ჩამოყალიბება; პროექტების ტესტირება და მათი შემდგომი დანერგვა;

ე) სერვისების ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;

ვ) დამტკიცებული იდეების/პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა;

ზ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სერვისების სფეროში საქმიანობის ერთიანი პრაქტიკის დადგენის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) პროგრამულ უზრუნველყოფაში ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება;

კ) პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;

მ) ახლად დანერგილი სერვისების მართვასა და განვითარებაზე მონიტორინგი;

ნ) პარტნიორ ორგანიზაციებთან (როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან) ურთიერთობების წარმართვა და მათი განვითარება;

ო) სერვისების განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ