1. შიდა ინსპექტირების სამსახურის მიზანია თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობისა და შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის  ამოცანებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების დისციპლინისა და საქმიანობის კანონშესაბამისობის შემოწმება და შესაბამისი დარღვევების გამოვლენა;

ბ) აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;

გ) ინსპექტირებისა და კონტროლის მეთოდების განვითარება.

3. სამსახურის  ფუნქციებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების საქმიანობის კანონშესაბამისობის შემოწმება;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან კანონმდებლობის, ნორმატიული აქტებისა და  აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებებისა და ნებისმიერი შიდა აქტის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება;

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა დისციპლინის შემოწმება;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ან/და შესაბამისი ბრძანებების/ინსტრუქციების დარღვევის შესახებ სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ე) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის შესაძლო ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარსდგენა;

ვ) სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობა;

ზ) გამოვლენილ დარღვევებზე პერიოდულად სტატისტიკის წარმოება და, მოთხოვნის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის მიწოდება;

თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან.

4. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოკითხოს ცალკეული თანამშრომლები, მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები, შეხვდეს და ურთიერთობა იქონიოს აღსრულების პროცესთან დაკავშირებულ მხარეებთან და მესამე პირებთან, გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას.

5. შიდა ინსპექტირების სამსახური უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე