1. ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის მიზანია ბიუროს ფინანსური მხარდაჭერა, სტატისტიკის წარმოება და შესყიდვების განხორციელება.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება თანამედროვე სტანდარტებით, სრული სიზუსტით და დროულად;

ბ) ანგარიშსწორების და ანგარიშგების სრული სიზუსტით და დროულად უზრუნველყოფა;

გ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავება;

დ) ბიუჯეტის დაგეგმვის კოორდინირებული სისტემის ფორმირება;

ე) ფინანსური ანალიზის წარმოება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.

3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;

გ)  ანგარიშგების ფორმების განვითარების მიზნით ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა, ფორმების მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენა ;

დ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;

ე) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;

ვ) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება;

ზ) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება;

თ) ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;

ი) ფინანსური აღრიცხვიანობის განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;

კ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების  და პროგნოზების წარმოება;

ლ) ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მომზადება და წარდგენა მმართველ საბჭოზე განსახილველად;

მ) ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება;

ნ) პროექტების დაწყებამდე პროექტების ფინანსური ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის  შედეგების წარდგენა;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარჯეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

პ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად;

რ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და  ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ტ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა;

უ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

ფ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება; მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება;

ქ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულება.

4. სამსახურის შემადგენლობაში შედიან:

ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

ბ) ანგარიშსწორების განყოფილება;

გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება;

დ) შესყიდვების განყოფილება.

ე) ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი.

5. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების  განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-,,ი“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

6. ანგარიშსწორების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“-,,ზ“  და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

8. შესყიდვების  განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „პ“-,,უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

9. ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“-,,ო“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება