1. იურიდიული სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაძლო ზიანის პრევენცია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციაზე დროული და ადეკვატური რეაგირება;
ბ) სასამართლოში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლობა;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებზე დროული რეაგირება;
დ) სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენა;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან თანამდებობის პირისათვის;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის აქტების რევიზია და ვიზირება;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისათვის და ტერიტორიული ორგანოებისათვის, მათი მიმართვის საფუძველზე სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების მიცემა;
ვ) ხელშეკრულებების, მემორანდუმების ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტის შექმნა (რომლის შექმნაც არ განეკუთვნება სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას) და მათი პერიოდული რევიზია, კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შეცვლიდან გამომდინარე მათი შემდგომი დახვეწის მიზნით;
ზ) საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, ცვლილებებზე დროული რეაგირება, ცვლილებების შესახებ მოკლე აღწერა/ანალიზის გაკეთება და ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს კონკრეტულ თანამშრომელს; მინდობილობის, სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის და სხვა პროცესუალური აქტის პროექტის მომზადება;
ი) აღმასრულებლის ქმედების თაობაზე საჩივრების განხილვა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისთვის შესაბამისი ბრძანების მომზადება;
კ) საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;
ლ) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, გაუქმება და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
მ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ