1. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და მომხმარებლები მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო და პირველადი საკონსულტაციო მომსახურებით.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) დოკუმენტბრუნვის პროცესის მაღალი ხარისხით მართვა;
ბ) პირველადი საკონსულტაციო მხარდაჭერა;
გ) საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
დ) საკორესპონდენციო, საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების განვითარება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება;
ბ) მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო სხვა შემთხვევაში - შემოსული კორესპონდენციის ადრესატთან გადამისამართება;
გ) კანცელარიის პროგრამაში არსებული ბლანკების სრულყოფა;
დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ხელმოწერის დამუშავება;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე კონსულტაციების გაწევა;
ვ) მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერის და შესაბამისი ცნობის გაცემა;
ზ) ადრესატისთვის დოკუმენტების უშუალოდ მიწოდების ორგანიზება;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და კერძო აღმასრულებელების მიერ დასრულებული სააღსრულებო წარმოებების აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (არქივირება);
ი) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;
ლ) საჯარო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად სამუშაოების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება (მათ შორის იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გამოქვეყნებას);
მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პირველადი კონსულტაციების გაწევა აღსრულებისა და არასააღსრულებო სერვისების ძირითადი პროცედურების, პირობებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზება;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს დოკუმენტბრუნვის და საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან.
4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საინფორმაციო განყოფილება.
5. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-,,კ“ და პ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
6. საინფორმაციო განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“-,,პ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება