1. შეფასების სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, შეფასებასთან დაკავშირებული საჭიროებების დროული და ხარისხიანი უზრუნველყოფა, აგრეთვე, მესამე პირებისათვის შეფასების მომსახურების გაწევა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) შეფასების მომსახურების ეფექტიანად განხორციელება;

ბ) შეფასებასთან დაკავშირებული ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;

გ)  მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და ინსპექტირება;

ბ) ქონების შეფასება, დასკვნის მომზადება;

გ) შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, ქონების შეფასების დასკვნის ფორმების, შემუშავება;

დ) ქონების შეფასების თაობაზე დასკვნების რეესტრის წარმოება;

ე) შეფასების საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და დახვეწის მიზნით, შეფასების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაცნობა, გაანალიზება და დანერგვა;

ვ) მესამე პირთა მომართვის საფუძველზე შეფასების მომსახურების გაწევა;

ზ)  ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ