1. მმართველი საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი, სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მმართველი საბჭოს შემდგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სააღსრულებო ბიუროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. მმართველი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. მმართველი საბჭოს მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა.
3. მმართველი საბჭოს ამოცანებია:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს გამართული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მიღება;
ბ) საქმიანობის პროცესში წამოჭრილ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პრობლემებზე მსჯელობა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მიღება;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა.
4. მმართველი საბჭოს ფუნქციებია:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განსაზღვრა და მათი შესრულების გზების დასახვა;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის განხილვა და მის დასამტკიცებლად თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების მიცემა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის ფარგლებში ბიუროს სტრატეგიული მიზნების განხორციელებისათვის საჭირო ცალკეული პროექტის განხორციელებაზე თავმჯდომარისათვის კონსულტაციების გაწევა;
დ) პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთა საქმიანობის ანგარიშების მოსმენა და ანგარიშის შედეგად საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ თავმჯდომარის ან/და სხვა უფლებამოსილი პირისათვის რეკომენდაციების მიცემა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიურის სტრუქტურულ ერთეულებს შორის წარმოქმნილი დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ თავმჯდომარისთვის რეკომენდაციის მიცემა;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური ანგარიშების მოსმენა;
ზ) კვლევების სპეციალისტის მიერ გაკეთებული დასკვნების, ანგარიშების განხილვა, ხარვეზების გზების დასახვა და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ რეკომედაციების მიცემა;
თ) სხვა სათათბირო ორგანოების საქმიანობის ანგარიშის მოსმენ