1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული აღსასრულებელი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობით ან ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ძირითად ფუნქციასთან,  მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფისაკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს:

ა) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებას, ასევე, აღნიშნულ საქმეებზე სააუქციონო მომსახურებას;

გ) კერძო აღმასრულებელთათვის ლიცენზიის გაცემას;

დ) კერძო აღმასრულებელთათვის სააუქციონო მომსახურების გაწევას;

ე) ფაქტების კონსტატაციას;

ვ) ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამარტივებულ წარმოებას;

ზ) მესამე პირების მომართვის საფუძველზე ქონების შეფასების მომსახურებას;

თ)  ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააღსრულებო კანონმდებლობის განვითარების მიზნებისათვის საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენას;

კ) სააღსრულებო და არასააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გასაჯაროებას;

მ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას ან/და გამოქვეყნებას;

ნ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების, აგრეთვე აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე საჩივრების განხილვას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სააღსრულებო ბიუროების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას;

პ) ხელშეკრულებების დადებას, მესამე პირთა მომსახურებით სარგებლობას და სხვა მოქმედებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ფუნქციების შესრულებას;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობა