აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში, ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) ზედამხედველობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას; უფლებამოსილია, სათანადო კანონისმიერი საფუძვლის  არსებობისას, ბათილად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს ბიუროს თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი წესით;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და განსაზღვრავს ცალკეულ შემთხვევებში მესამე პირებთან ბიუროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების დებულებებს;

ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების (გარდა აღსრულების პოლიციის სამმართველოსი) დებულებებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შრომის შინაგანაწესს;

თ) იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ი) ამტკიცებს ლუქის, ბეჭდის, შტამპების ფორმებს და სამსახურებრივი მოწმობების ნიმუშებს და მათი გამოყენების წესებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;

ლ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროების უფროსებს;

მ) საშტატო ნუსხის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და კატეგორიას;

ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად აიყვანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლები;

ო) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

პ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში;

ჟ) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება ან/და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს;

რ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისების ზომები, კომპეტენციის ფარგლებში, მიანიჭოს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები;

ს) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის ქმედების თაობაზე;

ტ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;

უ) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება;

ფ) უფლებამოსილია  თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება;

ქ) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის ან/და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, წყვეტს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა აცილების ან თვითაცილების საკითხს;

ღ) უფლებამოსილია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ;

ყ) უფლებამოსილია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელს დამატებით, 10 დღემდე, გაუზარდოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა;

შ) უფლებამოსილია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების  ღონისძიება, ასევე  დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით;

ჩ) უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება ან შეწყვიტოს აუქციონი კანონით გათვალისწინებული წესით;

ც) უშუალოდ კურირებს შიდა ინსპექტირების სამსახურს;

ძ) უშუალოდ ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მმართველ, განვითარებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოებს;  უშუალოდ გასცემს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისადმი დავალებებს;

წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას;

ჭ) არაუგვიანეს ყოველი მომდევნო წლის თებერვლისა, მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;

ხ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იხილავს გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების საკითხს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისას უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას;

ჯ) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ჰ) უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია;

ჰ1) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

ჰ2) ცალკეული დავალებების შესასრულებლად ქმნის კომისიებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ჰ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას;

ჰ4) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

ჰ5) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ