1. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს შემდგენლობაში შედიან: აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მხარეთა ინტერესების დაცვის, იურიდიული  და საქმეების კოორდინაციის სამსახურების უფროსები. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს მიზანია მხარეთა ინტერესების დარღვევების  გამომწვევი მიზეზების ანალიზი, მათი შემდგომი პრევენციის მიზნით.

3. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს ამოცანებია:

ა) სააღსრულებო წარმოების პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მომზადებული დასკვნების/ანალიზების განხილვა შემდგომი პრევენციის უზრუნველსაყოფად;

ბ) კონკრეტული სახის დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების/წინადადებების შემუშავება;

გ) განმეორებადი და სისტემური ხასიათის დარღვევების პრევენციისათვის რეკომენდაციების/წინადადებების  შემუშავება.

4. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს ფუნქციებია:

ა) მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დარღვევების, შესაბამისი ანალიზისა და რეკომენდაციების განხილვა;

ბ) საქმეების კოორდინაციის სამსახურის მიერ აღმოჩენილი, მხარეთა ინტერესების დარღვევების, შესაბამისი ანალიზისა და რეკომენდაციების განხილვა;

გ) მხარეთა ინტერესების დაცვის სფეროში სტრუქტურულ ერთეულებს შორის წამოჭრილი სადავო საკითხების გადაჭრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;

დ) კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიმართვა;

ე) მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებისა და შედეგიანობის მონიტორინგ