1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახური;

ბ) ლოჯისტიკის სამსახური;

გ) შეფასების სამსახური;

დ) მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური;

ე) საქმეების კოორდინაციის სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური;

თ) გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური;

ი) აღსრულების პოლიციის სამმართველო;

კ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური;

ლ) ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახური;

მ) სერვისების განვითარების სამსახური;

ნ) ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახური;

ო) შიდა ინსპექტირების სამსახური.

3. აღსრულების პოლიციის სამმართველოს ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები, პასუხისმგებლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

4. ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების სისტემას, დებულებებს და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმები