1. საქმეების კოორდინაციის სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისას საქმეების წარმოებისა და დასრულების ვადების მინიმუმამდე შემცირება.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებში გამოვლენილი ვადების დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის შესახებ გამოვლენილი ფაქტების ანალიზი;

გ) ვადების დარღვევების შემთხვევების პრევენცია.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააღსრულებო საქმეებში წარმოების ვადების დაცვისა და საქმეების მიმდინარეობის სტატუსების მონიტორინგი;

ბ) საქმეების გართულებულ საქმეთა კატეგორიაში გადასვლის წინაპირობების კვლევა და გამოკვეთილი მიზეზების აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენა;

გ) აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით;

დ) დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, ვადების დარღვევის ანალიზისათვის საჭირო სისტემის გამართვა, ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების ჩამოყალიბება/განახლება;

ე) დარღვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ინფორმაციის მოძიება;

ვ) ვადების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით  საქმეების შერჩევით გაცნობა;

ზ) გამოვლენილ შემთხვევებზე, რომლებშიც იკვეთება შიდა ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილების სფეროში შემავალი დარღვევები, ინფორმაციის შიდა ინსპექტირების სამსახურისათვის გადაცემა;

თ) ვადების დარღვევების გამოვლენილ მიზეზებსა და შემთხვევებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება, ასევე, დარღვევების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება შესაბამის საბჭოზე წარსადგენად;

ი) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ