1. მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქმიანობის განხორციელებისას მხარეთა ან/და მესამე პირთა  უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) მხარეთა ინტერესების დაცვის სფეროში გამოვლენილი დარღვევის ფაქტების ანალიზი;

ბ) გამოვლენილი დარღვევების  გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;

გ) მხარეთა ინტერესების დარღვევების  პრევენცია.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მხარეთა ინტერესების დარღვევის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსული განცხადებების შესწავლა და რეაგირება სამსახურის წინაშე დასმული ამოცანებისა და მიზნების შესაბამისად;

ბ) მხარეთა ინტერესების დარღვევების მიზეზების კვლევა და მათი განზოგადება შემდგომი პრევენციისათვის;

გ) მხარეთა ინტერესების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ინფორმაციის მოძიება;

დ) ინფორმაციის მოძიების მიზნით, მხარეებთან კომუნიკაცია;

ე) მხარეთა ინტერესების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით, საქმეების შერჩევით გაცნობა;

ვ) შეხედულებისამებრ ან/და გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე, აღმასრულებლებთან ერთად სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებისას ადგილზე გასვლა, მათ შორის, მხარეებთან კომუნიკაციის ღონისძიებებსა და სააღსრულებო  მოქმედებებზე დასწრება;

ზ) გამოვლენილ შემთხვევებზე, რომლებშიც იკვეთება შიდა ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილების სფეროში შემავალი დარღვევები, ინფორმაციის შიდა ინსპექტირების სამსახურისათვის გადაცემა;

თ) მხარეთა ინტერესების დარღვევების ფაქტებსა და მათ მიზეზებზე სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის მომზადება;

ი) შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოზე წარსადგენად;

კ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;  თავმჯდომარის ან/და კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებ